მოგესალმებით. მინდა გაგაცნოთ ჩემ მიერ მოძიებული ოჯახის მდგომარეობა. ხონის რაიონის სოფელ მათხოჯში ვნახე ბარაბაძეების ექვსსულიანი ოჯახი. ნანახმა შემძრა. წარმოუდგენელ პირობებში ცხოვრობს ეს ხალხი. ცოლ-ქმარი - ბ-ნი მიშა და ქ-ნი ლალი არ უშინდებიან ფიზიკურ შრომას. მათ სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავთ. ოჯახში ცხოვრობს მწოლიარე მოხუცი, რომელსაც პენსია წამლებში არ ჰყოფნის და ოპერაცია ესაჭიროება. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია, თითქმის ყველა ოთახში წვიმა ჩამოდის. იქნებ, შეძლებისდაგვარად, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ამ ოჯახს. მათ ყველანაირი მატერიალური დახმარება სჭირდებათ.
მაია დადივაძე, ხონის რაიონი






No comments:
Post a Comment