გამარჯობა. მინდა განახოთ ოჯახი, რომელიც ცხოვრობს სამტრედიის რაიონში, სოფელ ჯიხაიშში. ეს ფოტოები ჯიხაიშის კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ცენტრის თანამშრომლებმა - ნათია დარსაველიძემ და ხათუნა გულიაშვილმა მომაწოდეს. მათი ინფორმაციით, ეს ოჯახი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობს. ოჯახი ხუთი წევრისაგან შედგება: ცოლ-ქმარი - თინა და ომარ შონვაძეები, მათი 23 წლის შვილი - იუსტინე შოვნაძე, რძალი - სალომე ნუცუბიძე, 21 წლის და შვილიშვილი - ქეთევან შოვნაძე, 1 წლის და 4 თვის. მათი შემოსავალს წარმოადგენს ოჯახის უფროსის პენსია და მისი მეუღლის ხელფასი 250 ლარის ოდენობით. იგი დამლაგებლად მუშაობს და სწორედ ამის გამო მათ არ აქვთ სახელმწიფო დახმარება. შვილი ხანდახან მუშაობს, კერძოდ, მისი სამუშაო სეზონურია და შეიძლება წელი ისე გავიდეს, ვერც კი იპოვოს სამსახური. მძიმე მოსასმენია, მაგრამ მათ მცირეწლოვან შვილს ნორმალური კვებაც კი არ აქვს და ზოგჯერ მშიერიც კია.
სოფო ზაქრაძე, სამტრედიის რაიონი





No comments:
Post a Comment