გამარჯობა, მეგობრებო.
მინდა მოგიყვეთ კიდევ ერთი ოჯახის ისტორია, რომლის შესახებ ინფორმაცია სოფელ იანეთის კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ცენტრის თანამშრომელმა - ლია კოპალეიშვილმა მოგვაწოდა. მინდა მას მადლობა გადავუხადო ამ ყველაფრისთვის. ეს ოჯახი სოფელ ღანირში ცხოვრობდა. მათ სახლი დაეწვათ და ამჟამად სოფელ იანეთში მიტოვებულ სახლში ცხოვრობენ. ოჯახი არის მრავალსულიანი. იგი შედგება 6 წევრისაგან: ქ-ნი თინათინ ჯიბაშვილი, 57 წლის, ქვრივი, ჰყავს 2 შვილი; მერაბ ჯიბაშვილი, 30 წლის, მეორე ჯგუფის ინვალიდი; ლელა ჯიბაშვილი, 34 წლის, მარტოხელა დედა, რომელსაც ჰყავს 19 წლის ქალიშვილი - თეონა შერმადინი; ასევე, ქ-ნი თინათინის და და მული - ლალი შერმადინი, 37 წლის, უმუშევარი და ეთერი კამიშევა, 54 წლის, ქვრივი. ოჯახი თავს ინვალიდის პენსიით (100 ლარი) და სოციალური დახმარებით ირჩენს. ფოტოებიდანაც ჩანს, რომ ოჯახი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სახლში წვიმის დროს წყალი ჩამოდის და გაუსაძლისი პირობებია . იქნებ როგორმე დავეხმაროთ მათ.
სოფო ზაქრაძე , სამტრედიის რაიონი




No comments:
Post a Comment