ამბროლაურის რაიონი


მწარე რეალობა, რომელშიც ადამიანები ცხოვრობენ... ამ სახლში ცხოვრობს 4 და-ძმა, რომლებმაც მძიმე ბავშვობა გამოიარეს. უმცროსი მხოლოდ თვეების იყო, მამა რომ დაეღუპათ. დედას, სიმსივნით დაავადებულს და ლოგინად ჩავარდნილს, ბაბვშვები უვლიდნენ. ბებიაც ხელებში ჩააკვდათ. სიმწრის მეტი ამ ბავშვებს არაფერი უნახავთ. ოჯახი მხოლოდ სოციალური და მეზობლების დახმარებით არსებობს. სოციალური დახმარება კვებისთვისაც ძლივს ჰყოფნით. ფოტოებიდანაც კარგად ჩანს ოჯახის მძიმე მდგომარეობა. სახლში წვიმა ისევე მოდის, როგორც გარეთ. სახლს არ აქვს ფანჯრები. მხოლოდ ორ ოთახში არის ხის იატაკი, დანარჩენი კი მიწაა. წარმოუდგენელია, მაგრამ ეს რეალობაა. ასეთ პირობებში, რაჭაში, მკაცრი ზამთრის პერიოდში... არ ვიცი როგორ შევძლებთ, მაგრამ იქნებ რამე მოხერხდეს და როგორმე დავეხმაროთ...



ნანა ლომთაძე, ამბროლაურის რაიონი











No comments:

Post a Comment