მოგესალმებით!
მინდა გიამბოთ ერთ-ერთ ყველაზე გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომელიც ზესტაფონის რაიონის სოფ. ქვედა საზანოში ცხოვრობს.
ოჯახი შედგება ოთხი წევრისგან: ოჯახის უფროსი გახლავთ ბატონი ბადრი ურიადმყოფელი, მეუღლე - ციცინო, შვილები - ნინო და პატარა ბექა. მათი სოციალური მდგომარეობა ერთ-ერთი მძიმეა ანალოგიურ ოჯახთა რიცხვში. მათ არ აქვთ არანაირი საარსებო წყარო. იმის გამო, რომ ბატონი ბადრი ერთ-ერთ დაწესებულებაში მუშაობდა მუშად, ოჯახს სოციალური შემწეობა შეუწყდა. მეუღლეს მხედველობის პრობლემა აქვს, რის გამოც არ შეუძლია მუშაობა. პატარა ბექა სულ რამდენიმე თვისაა და ოჯახს არ აქვს საშუალება პატარა სპეციალური საკვებით გამოკვებოს. ამიტომ ბავშვს ხშირად აქვს კუჭ-ნაწლავის პრობლემა და ვირუსული ინფექციები. ხშირია პატარასთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების ფაქტიც. ამ ოჯახის მდგომარეობა შემზარავია. სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და ალბათ საშიშიც იქნება, რომ ოჯახმა ზამთარი ასეთ შენობაში გაატაროს.
მოგმართავთ, მეგობრებო, კეთილო ადამიანებო! ვისაც რისი საშუალება გაქვთ, დავეხმაროთ ოჯახს, რომელიც შიმშილის ზღვარზე იმყოფება.
სოფო კობახიძე, ზესტაფონის რაიონი







No comments:
Post a Comment