საჩხერის რაიონი

გამარჯობა, მეგობრებო, დღეს ერთ ყველაზე გაჭირვებულ ოჯახში ვიყავი, ჩემ სოფელში. მართლაც ძალიან რთული ვითარება დამხვდა, რადგან ოჯახში არიან პატარა ბავშვები და მათი სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სახლი, სადაც ეს ოჯახი ცხოვრობს, ახლობლების შემწეობით აუშენებიათ, მანამდე წლების განმავლობაში ვაგონში ცხოვრობდნენ. სახლს სულ სამი ოთახი აქვს, რომელთაგან ფანჯრის მინები მხოლოდ ერთ მათგანშია, მეორე ოთახის საძინებელში კი ნაწილი ჩამსხვრეულია. აღარაფერს ვამბობ იმ პირობებზე, რომელშიც ეს ბავშვები იზრდებიან. ოჯახში სულ 7 სული ცხოვრობს (ქ-ნი ნანი, ბ-ნი ზურაბი, მათი შვილი, რძალი და 3 მცირეწლოვანი შვილიშვილი). ოჯახის უფროსი 63 წლის არის და ფსიქიკურად ავადმყოფია, ამიტომ მუდამ წამალი სჭირდება. ოჯახის ძირითად შემოსავალს მხოლოდ მოხუცების პენსია წარმოადგენს. სოციალური დახმარება არ აქვთ, რადგან მოუხსნეს. რაც შეეხებათ ბავშვებს, უფროსი მე-3 კლასშია, შუათანა პირველში, ხოლო პატარა წლინახევრისაა. ოჯახში დამხვდა ქ-ნი ნანი, რომელმაც მითხრა, რომ მათი რძალიც და შვილიც წასულები არიან, ხალხს დღიურად ეხმარებიან, რათა ზამთრისათვის შეშა მაინც მოიტანონ. მოკლედ, მათთვის ყველანაირი დახმარება დიდი მადლი იქნება. ბავშვები ძალიან შემეცოდნენ.


ნათია გულიაშვილი, საჩხერის რაიონი







No comments:

Post a Comment