ჭიათურის რაიონი

მეგობრებო, კიდევ ერთი ოჯახი მინდა დავამატო, სადაც ასევე ძალიან რთული მდგომარეობაა. ეს ოჯახი უაღრესად გაჭირვებულია. ერთადერთი, რაც მათ ყოფას ცოტათი ამსუბუქებს, არის სოციალური დახმარება, რომელიც წინასწარ აქვთ გამოტანილი გაჭირვების გამო. ოჯახში არის 5 წევრი, აქედან 3 ბავშვი, მათ შორის ერთი მხოლოდ თვეების. სახლის რამდენიმე ფანჯარას მინებიც კი არ აქვს და თოთო ბავშვი ამ ზამთარში, ასეთ პირობებში, დამერწმუნეთ, საცოდაობაა. ოჯახის უფროსი ახალი გამოსულია ციხიდან, შესაბამისად, სამსახურშიც არავის აჰყავს, რომ იმუშაოს და ოჯახში ყოფა შეცვალოს. ოჯახს ძლიერ უჭირს ნებისმიერი რამის შეძენა, საკვები იქნება თუ ტანსაცმელი ან სხვა საოჯახო ნივთი, იმის გამო, რომ მათ ამის საშუალება არც აქვთ. მათი მთელი შემოსავალი იხარჯება საკვებზე, რომელიც არც კი ჰყოფნით და საკმაოდ დიდ ეკონომიას უწევენ თითოეულ თეთრს, რათა მათი შვილები მცირედით მაინც გამოკვებონ.


გიორგი გოცაძე, ჭიათურის რაიონი










No comments:

Post a Comment