Monday, November 24, 2014

"თავისუფალი პარლამენტისა" და "კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების" ორგანიზებით იმართება საქველმოქმედო აქცია, რომლის ფარგლებშიც დავეხმარებით რეგიონებში უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

აქცია იქნება მრავალჯერადი სახის. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, დავხმარებოდით იმერეთის რეგიონს, რაშიც გვეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოება იმერეთი".

ამ ოჯახების დახმარება თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერი ნივთით, ტანსაცმლით ან საკვებით. თითოეული თქვენგანის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია! ერთობლივი ძალებით ჩვენ შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ მათი ცხოვრება.

დახმარების სურვილის შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ მოგვწეროთ პირადად.

No comments:

Post a Comment